Setup Menus in Admin Panel

5 მოსალოდნელი კითხვა გასაუბრებაზე და როგორ ვუპასუხოთ მათ

თქვენი წარმატება გასაუბრებზაზე ხშირად უმცირეს დეტალებზეა დამოკიდებული. თქვენს მიერ ნათქვამმა ერთმა წინადადებამ შეიძლება პოტენციური დამქირავებელი თქვენდამი სიმპათიით განაწყოს და მიგაღებინოთ სასურველი პოზიცია ან გადააწყვეტიონს, რომ თქვენ არ ხართ შესაფერისი კონკრეტული სამუშაოსთვის.სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მოსალოდნელ კითვა ს გასაუბრებაზე, ასევე მათზე პასუხის სწორ და არასწორ ვარიანტებს:

 

1.”მოგვიყევით თქვენს შესახებ”

სწორია:

  • ეცადეთ პასუხი იყოს ლაკონური და აზრობრივად რელევანტური;
  • მოყევით თქვენს წარსულ სამუშაო გამოცდილებაზე, თუ რა მოგიტანათ მან, შემდეგ კი იმაზე, თუ რატომ თვლით რომ სასურველი პოზიცია თქვენ შეგეფერებათ;
  • მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ და გაიგეთ, თუ რა უნარების მქონე კადრს ეძებენ მოცემული პოზიციისთვის, შემდეგ თქვენს მონათხრობში გაუსვით ხაზი ამ უნარებს.

არასწორია:

  • ნუ დაიწყებთ სრული ავტობიოგრაფიის მოყოლას;
  • დამქირავევებელს არ აინტერესებს რომელ ქუჩაზე გაიზარდეთ, ის, რომ თქვენს ძმას ნოდარი ჰქვია და მსგავსი ფაქტები;
  • ნუ მოყვებით ისეთი გამოცდილების შესახებ, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება სასურველ პოზიციას.

 

2.”რატომ თვენ?”(რატომ უნდა დაგიქირავონ თქვენ და არა თქვენი კონკურენტი)

სწორია:

  • გაუსვით ხაზი თქვენს უნიკალურობას, იმას, რომ თქვენ ხართ ის კადრი, რომელიც კომპანიის გამოწვევებს გაუმკლავდება;
  • გამოხატეთ თქვენი ცოდნა კომპანიის შესახებ, აჩვენეთ რომ დრო დაუთმეთ კომპანიის მუშაობის სპეციფიკის შესწავლას და მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას;
  • მოყევით თქვენი “წარმატეის ისწტორია” სადაც ჩანს უნარები,რომელიც კომპანიას სპეციფიკური პრობლემების გადასაჭრელად სჭირდება.

არასწორია:

  • არ შეგაშინოთ იმის გაგებამ, რომ  “ბევრი ძლიერი და ღირსეული კანდიდატია თქვენს პოზიციაზე”;
  • ნუ იქნებით ზედმეტად მორიდებულნი, ეს თქვენი შანსია, გაიბრწყინეთ!;
  • ნუ გამნმარტავთ რატომ გინდათ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობა, განმარტეთ რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი ამ პოზიციისთვის!

 

3.”რა არის თქვენი ყველაზე დიდი სიძლიერე?”

სწორია:

  • გამოიყენეთ შანსი, რომელსაც ეს კითხვა გაძლევთ! პასუხად შეგიძლიათ მოყვეთ თქვენი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიები და გამოცდილებები და სრულად გამოაჩინოთ თქვენი კოზირები;
  • კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვით სამუშაოსთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარეებს;

არასწორია:

  • ნუ მოყვებით ისეთ უნარებზე, რომელთ საილუსტრაციოდ არ შეგეძლებათ მაგალითის მოყვანა;
  • ნუ იქნებით ზედმეტად თავმდაბალნი, მაგრამ სუპერმენობასაც ნუ “დაიჩემებთ”;
  • ნუ დაუთმობთ დროს ისეთ უნარს, რომელიც გამოუსადეგარია სამუშაოსთვის.

 

4.”რატომ გინდათ მუშაობა ჩვენთან?”

სწორია:

  • მოემზადეთ! მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის საჭიროებების შესახებ დ გასაუბრებაზე განმარტეთ, როგორ დააკმაყოფილებთ ამ საჭიროებებს;
  • გამოხატეთ სიმპათია – დამსაქმებელს ეს სიამოვნებს (უბრალოდ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ);
  • განმარტეთ, როგორ ჰარმონიაში მოდის თქვენი სიძლიერებები კომპანიის ფილოსოფიასა და მის საჭიროებებთან;

არასწორია:

  • ნუ წარმოაჩენთ თავს დროებით კადრად, რომელიც რამდენიმე თვეში წავა, კომპანიები სტაბილურობას ეძებენ!;
  • ნუ უპასუხებთ: “იმიტომ, რომ ფული მჭირდება” (ბევრი თვლის, რომ ამ პასუხით საკუთარ გულახდილობას გაუსვამს ხაზს – ეს შეცდომაა).

 

5.”შეკითხვები?”(ინტრვიუერთან)

სწორია:

  • მოახდინეთ კითხვების კონცენტრირება კომპანიისა გარშემო;
  • იკითხეთ რაიმე ისეთზე, რასაც კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გადააწყდით;
  • იკითხეთ არის თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რატომაც არ დაგიქირავებდნენ(ეს  კითხვა არ არის ყველასთვის და უნდაიქნას გამოყენებული სიტუაციის მიხედვვით, ამით შეიძელება ინტერვიუერს “ათქმევინოთ”ის რასაც თქვენზე ფიქრობდა, მაგრამ ჯერ არ უთხვამს).

არასწორია:

  • არასდროს თვათ “ყველაფერი გასაგებია, ნახვამდის”, ყოველთვის მოამზადეთ შეკითხვები!
  • ნუ დასვამთ ისეთ შეკითხვას, რომელზე პასუხსაც თავადაც ადვილად მოიძიებდით;
  • ნუ დაინტერესდებით დასვენებებით და ბონუსებით დროზე ადრე!
  • ნუ იკითხავთ, როდის შეგეძლებათ კომპანიის სხვა პოზიციებზე განაცხადის შეტანა.

 

და ბოლოს, ნუ მისცემთ ნერვიულობას და სხვა გარემო ფაქტორებს საშუალებას, რომ თქვენი გასაუბრების შედეგებზე იმოქმედონ.კონცენტრირდით,გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ყველაფერი კარგად იქნება!

იხილეთ ონლაინ კურსი ” როგორ შევადგინოთ ეფექტური CV და გავიაროთ გასაუბრება წარმატებით ” Skills.ge-ზე!

 

სექტემბერი 20, 2017
ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge
X