Setup Menus in Admin Panel

5 რჩევა დამწყები IOS დეველოპერისთვის

მობილურ პლატფორმებზე პროგრამირება თანამედროვე შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და საინტერესო სფეროა, რომელიც უკვე საქართველოშიც სტაბილურად მოთხოვნადი ხდება.წარმოგიდგენთ 5 მარტივ რჩევას,რომელიც დაეხმარება IOS დეველოპმენტით დაინტერესებულ ადამიანს გადადგას პირველი ნაბიჯები სასურველი კარიერისკენ!

1.შეიძინე Apple-ის პროდუქცია.

 

1-KaGQ8A6cCqH40z0vc2TeDg

 

IOS პროგრამირებისთვის შენ გჭირდება MAC-ი!

Apple-ს პროდუქცია ბაზარზე შედარებით მაღალი ფასით გამოირჩევა,რაც ბევრისთვის შეიძლება შემაფერხებელი  ფაქტორი იყოს, მაგრამ თუ ამ პროფესიის მიმართ სერიოზულად ხარ განწყობილი და მზად ხარ შრომისა და თვითგანვითარებისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, მაშინ MAC-ის ან MACBOOK-ის შეძენა შენი პირველი სწორი ინვესტიციაა!

 

2.გადმოწერე Xcode!

 

1-8ilSejCLu4401Kc7g-aW5Q

 

Xcode უფასო ხელსაწყოა,რომლის გადმოწერაც მარტივად შეგიძლია App Store-დან.სწორედ ამ პროგრამაში იქმნება IOS აპლიკაცია, აქ წერ და არედაქტირებ კოდს, აკეთებ აპლიკაციების ტესტირებას და ა.შ.

 

3.ისწავლე პროგრამირების საფუძვლები.

 

1--JlDYUUTQt6uwAmrXh-GZw

 

ეს პუნქტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანია.თუ გაქვს გარკვეული გამოცდილება პროგრამირებაში, Objective-C-ს ან Swift-ის ათვისება არ უნდა გაგიჭირდეს,ხოლო თუ აქამდე არანაირი შეხება ამ საქმესთან არ გქონია, ინტერნეტში არაერთი სასარგებლო წყაროა დამწყებთათვის, მათ შორის საუკეთესო ალბათ Swift language guide-ია, რომელსაც თავად Apple გვთავაზობს.

 

4.დაიწყე მუშაობა საკუთარ აპლიკაციაზე.

 

1-qHxhQIb_JuaJTgAR_W77Qg

 

ამ ეტაპზე აუცილებელია ობიექტურად შეაფასო შენი ცოდნა, რადგან არ შეეჭიდო ისეთი სირთულის აპლიკაციას, რომელსაც ვერ დაასრულებ სასურველი ფორმით. ბაზარზე ძალიან ბევრი წარმატებული აპლიკაციაა, რომლის შესაქმნელადაც დეველოპმენტის მხოლოდ საბაზისო დონეზე ცოდნა იყო საჭირო.აქ მთავარია იდეა!

 

5.გამოაქვეყნე საკუთარი აპლიკაცია App Store-ზე!

 

1-P-JN0EiZpJ8a29twWxrgKg

 

ეს ეტაპიც, ისევე როგორც პირველი, გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს(IOS დეველოპერის ექაუნთი წელიწადში 100$-მდე ჯდება), თუმცა, თუ ამ ეტაპამდე მოხვედი, გააზრებული გექნება, რომ შენს მომავალ პროფესიაში ინვესტირება ნამდვილად ღირს. საკუთარი აპლიკაცია App Store-ზე ნიშნავს,რომ აპლიკაციის დეველოპმენტის და გამოქვეყნების პროცესი იცი,რასაც ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად ითვალისწინებენ დამსაქმებლები.მანამდე კი აპლიკაციის მონეტიზირება გახდება შენი პირველი შემოსავლის წყარო ამ სფეროში.

 

IOS დეველოპმენტის ონლაინ კურსის შეძენა შეგიძლიათ აქ .

Skills.ge გისურვებთ წარმატებებს!

 

ივნისი 12, 2017
ყველა უფლება დაცულია © 2017 Skills.ge
X