Setup Menus in Admin Panel

კურსის მიზანი:

კურსის მიზანია ბლოქჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფუნდამენტური საკითხების დეტალურად შესწავლა და დამწყებთათვის სტარტის მიცემა.

კურსის  აღწერა:

კურსი მოიცავს იმ ძირითად და ფუნდამენტურ საკითხებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია ამ სფეროში მოღვაწეობის დაწყებამდე. ბლოქჩეინ ტექნოლოგიის შეცნობასთან ერთად თქვენ შეისწავლით კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებობის ისტორიასა და მნიშვნელოვან ცვლილებებს. ასევე გექნებათ შესაძლებლობა გამოიმუშავოთ კრიპტოვალუტების ლეგიტიმურობის გარჩევის უნარები. ბაზარზე არსებულ კრიპტოვალუტებს შორის გაარჩევთ თუ რა უმსხვილესი განსხვავებები განსაზღვრავს ტოკენების თაობებს. კურსში ასევე მოცემულია ინფორმაცია მაინინგის მომგენიანობისა და მისი არსის შესახებ. გაეცნობით იმ ძირითად ინფორმაციულ წყაროებს, რომლებმაც ბაზრის დიდი ნდობა უკვე მოპოვებული აქვთ.

მიუხედავად ტექნოლოგიის პერსპექტიულობისა, მას უამრავი საფრთხე და რისკი გააჩნია. მოცემულ კურსში გაეცნობით როგორც გავრცელებულ ჭორებსა და ტყუილებს, ასევე არგუმენტირებულ და რეალურ რისკებს.

პრაქტიკულ ნაწილში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ იმ ტექნიკურ მეთოდებს, რომელიც კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვასა და ტრანზაქციის შემოწმებაში გვეხმარება. ასევე კურსში განხილულია კრიპტოვალუტის ფასის ცვლილების ძირითადი განმსაზღვრელი ხელოვნური და რეალური ფაქტორები.

ამ სფეროში უამრავი ფრაზებისა და სიტყვების ცოდნაა აუცილებელი, შესაბამისად კურსის ნაწილში შეისწავლით იმ ცნობილ გამონათქვამებს, რომლებიც მოცემულ სფეროში ხშირად გამოყენებადია.

 

კომპანიის შესახებ:

BlockMentor-არის საგანმანატლებლო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2017 წელს ლუკა ქობალიასა და გიორგი კიკნაძის მიერ. დაგეგმილია უამრავი კონფერენცია და ტრეინინგები ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტების შესახებ.

გაგეთ მეტი:

ვებ-გვერდი: http://blockmentor.io
FB გვერდი: https://www.facebook.com/BlockMentor/

 

ინსტრუქტორები:

ლუკა ქობალია
კრიპტო-მაინინგისა და პორტფოლიო მენეჯმენტის მრჩეველი. ლუკა ამ სფეროში უკვე მე-3 წელია მოღვაწეობს. დასაწყისისათვის ძირითადად დაკავებული იყო კრიპტოვალუტების პორთფელის შექმნითა და მისი მენეჯმენტით. გამოცდილება აქვს როგორც საიჟინრო, ასევე ფინანსურ სფეროში და უმუშავია არაერთ სტარტაპ კომპანიაში. ასევე ლუკა სტუდენტური ორგანიზაცია Students for Liberty-ის წევრია.

https://www.linkedin.com/in/lkobalia/


გიორგი კიკნაძე
ბლოქჩეინ დეველოპერი და სერტიფიცირებული ბითქოინ პროფესიონალი. პროგრამულ ინჟინერიასთან ერთად გიორგი მესამე წელია უკვე ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს შეისწავლის და გამოცდილება აქვს კრიპტოვალუტის შექმნაში.

https://www.linkedin.com/in/giorgikiknadze/

“ბლოქჩეინის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაცია”

კურსის სილაბუსი

ბლოქჩეინი, კრიპტოვალუტა და მაინინგი
1. ინფორმაციის გაცვლის საშუალების რევოლუციური ცვლილება უფასო 00:04:00
2. ბლოქჩეინი არსობრივად უფასო 00:04:00
3. ბლოქჩეინის დამახასიათებელი ნიშნები და მათი გამოყენება 00:05:00
4. რა არის კრიპტოვალუტების მაინინგი? 00:13:00
5. სად შევიძინოთ და როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტები უსაფრთხოთ? 00:07:00
7. როგორ შევქმნათ კრიპტოვალუტების პორტფელი? უფასო 00:06:00
8. კრიპტოვალუტები თაობების მიხედვით 00:03:00
9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა კრიპტოვალუტის შესახებ? („აქ Coinmarketcap-ის მიმოხილვა“) 00:05:00
10. რომელ მედია საშუალებებზე გავეცნოთ სიახლეებს? 00:02:00
11. როგორ შევქმნათ საფულე და როგორ განვახორციელოთ ტრანზაქცია? 00:10:00
12. ცნობილი ტყუილები, ჭორები და აფსურდები 00:08:00
13. რეალური რისკები და საფრთხეები 00:10:00
14. კრიპტო ლექსიკონი – ხშირად გამოყენებული სიტყვები/ფრაზები 00:14:00
15. როგორ გამოვთვალოთ მაინერის მომგებიანობა? 00:03:00
ბლოქჩეინი, კრიპტოვალუტა და მაინინგი ფინალური ტესტი 00:20:00

კურსის შეფასება

5

5
1 რეიტინგი
  • 5 ვარსკ.1
  • 4 ვარსკ.0
  • 3 ვარსკ.0
  • 2 ვარსკ.0
  • 1 ვარსკ.0
  1. Profile photo of გიორგი ყანჩაველი

    ინფორმატიული და სასარგებლო

    5

    ძალიან მომეწონა კურსი. 1.5 საათში ჩატეული თანამედროვე ტრენდული ტექნოლოგიის ახსნა!!! დარწმუნებული ვარ ბევრისთვის იქნება სასარგებლო. მადლობა. ბევრი ახალი ვისწავლე.

4 ჩარიცხული სტუდენტი
  • Profile photo of ლევან აბესაძე
  • Profile photo of გიორგი სამხარაძე
  • Profile photo of გიორგი ყანჩაველი

საუკეთესო შეფასება

კურსის შეფასებები

  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მშვენიერია 5

    მადლობა მეგობრებო, ნამდვილად პროდდუქტიული კურსია. ბევრი ახალი რამე ვისწავლე.
    Profile photo of გიორგი
    გიორგი
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    ძალიან კარგია 4

    ძალიან კარგი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე
    Profile photo of სოსო გეგეჭკორი
    სოსო გეგეჭკორი
  • SWIFT 3 დამწყებთათვის

    Cool 5

    ძალიან კარგია. მომეწონა. საინტერესო თემები და ცოდნაა გადმოცემული. ჯერ მეხუთე ვიდეოზე ვარ და უკვე კმაყოფილი ვარ. იმედია მალე დადებთ iOS დეველოპმენტის სრულ კურსაც.
    Profile photo of გიორგი პაიჭაძე
    გიორგი პაიჭაძე
  • GAME დეველოპმენტი დამწყებთათვის

    ყოჩაღ, მაგარი იდეაა! 5

    მშვენიერი კურსებია მაგარ ფასად!
    Profile photo of Vaxtang Gomarteli
    Vaxtang Gomarteli
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მადლობა 5

    ძალიან მაგარი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ვიფიქრე ძალიან სუსტი კურსი იყო ტუმცა იმდენი საინტერესო დეტალი ვიპოვე. სუპერ... კარგები ხართ!
    Profile photo of ლაშა ბახუტაშვილი
    ლაშა ბახუტაშვილი
ყველა უფლება დაცულია © 2017 Skills.ge
X