Setup Menus in Admin Panel

კურსის აღწერა:

კურსი შესაძლებლობას მოგცემთ დეტალურად გაეცნოთ არსებულ ქართულ ფინანსურ რეგულაციებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ბიზნესის სწორად სამართავად. კურსი ასევე მოგცემთ შესაძლებლობას დასახოთ სწორი ბიზნეს ხედვა, გაიგოთ მეტი არსებული გრანტებისა და რესურსების მოძიების შესახებ, მონაწილეები ასევე გაიგებენ საგრანტო აპლიკაციების შევსებისა და სწორი ბიუჯეტირების  სპეციფიკას. კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს არსებული ან ახალშეძენილი საკუთრება ბიზნესად გარდაქმნას და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით გაზარდოს შემოსავალი

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია არსებული ფინანსური რეგულაციების, ასევე არსებული საგრანტო შესაძლებლობებისა და ფონდების მოძიების ძირითადი სტრატეგიების შესახებ.  

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება:

  • ცოდნა არსებული ფინანსური რეგულაციების შესახებ
  • ცოდნა არსებულ საგრანტო შესაძლებლობებზე
  • ცოდნა ბიზნეს გეგმაზე მუშაობის შესახებ
  • სპეციფიური ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენების უნარი;
  • ცოდნა საგრანტო აპლიკაციების შევსების სპეციფიკის შესახებ

 

ინფორმაცია ინსტრუქტორის შესახებ:

ზურაბ პერტაია – ასოცირებული პროფესორი  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში,  აქვს პრაქტიკული და ამასთანაცე ტრენერობის 4 წლიანი გამოცდილება ისეთი მიმართულებებით როგორიცაა : მეწარმეობა, ბიზნესის დაწყება, ფინანსები, მენეჯმენტი, ციფრული მარკეტინგი.

კურსის სილაბუსი

კურსის პროგრამა
1. ბიზნეს იდეის გენერირება არსებული რესურსებით უფასო 00:06:00
2. კანვას ბიზნეს მოდელი 00:08:00
3. სახელმწიფო გადასახადები და იურიდიული ფირმები 00:10:00
4. დაფინანსების შესაძლებლობები ბიზნესისთვის საქართველოში 00:05:00
5. როგორ შევავსოთ საგრანტო განაცხადი 00:06:00
2 ჩარიცხული სტუდენტი

საუკეთესო შეფასება

კურსის შეფასებები

  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მშვენიერია 5

    მადლობა მეგობრებო, ნამდვილად პროდდუქტიული კურსია. ბევრი ახალი რამე ვისწავლე.
    გიორგი
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    ძალიან კარგია 4

    ძალიან კარგი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე
    სოსო გეგეჭკორი
  • SWIFT 3 დამწყებთათვის

    Cool 5

    ძალიან კარგია. მომეწონა. საინტერესო თემები და ცოდნაა გადმოცემული. ჯერ მეხუთე ვიდეოზე ვარ და უკვე კმაყოფილი ვარ. იმედია მალე დადებთ iOS დეველოპმენტის სრულ კურსაც.
    გიორგი პაიჭაძე
  • GAME დეველოპმენტი დამწყებთათვის

    ყოჩაღ, მაგარი იდეაა! 5

    მშვენიერი კურსებია მაგარ ფასად!
    Vaxtang Gomarteli
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მადლობა 5

    ძალიან მაგარი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ვიფიქრე ძალიან სუსტი კურსი იყო ტუმცა იმდენი საინტერესო დეტალი ვიპოვე. სუპერ... კარგები ხართ!
    ლაშა ბახუტაშვილი
ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge
X