Setup Menus in Admin Panel

hero title

btn_orange

ჩვენი მიზანია

50 000

სტუდენტი

50

ინსტრუქტორი

100

კურსი

1000 ₾

ინსტრუქტორის საშუალო ხელფასი

მიღწეული მიზანი

img_loading
instructor timline-01

Skills.ge შესაძლებლობას აძლევს ყველა პროფესიონალს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ათასობით ადამიანს.

გახდი ინსტრუქტორი! ასწავლე ის რაც შენთვის კარგად ნაცნობია და მიიღე შემოსავალი”

ამისათვის კი საჭიროა შექმნათ თქვენთვის სასურველი კურსი, არსებული წესების გათვალისწინებით, რის შემდეგაც კურსი განთავსდება საიტზე.

P.S.  თუ აპირებთ 5 კურსზე მეტის შექმნას ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული პირობები შეგიქმნათ. განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს ტრენინგ ცენტრებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თქვენი კურსების ბრენდირებული გვერდი, მიიღოთ მეტი სივრცე და ნახვადობა ვებ გვერდზე, გამოიმუშაოთ მეტი მოგება.


კურსის შესაქმნელად საჭიროა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა:

ნაბიჯი 1 – შეარჩიოთ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია და დააკავშიროთ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას. თემატიკა შეზღუდული არ არის. ძირითადი კატეგორიებია: ტექნოლოგიები, ბიზნესი, კრეატივი და პერსონალური განვითარება;

ნაბიჯი 2 – შექმენით სწავლების ფორმა, პროგრამა და დაგვიკავშირდით;

ნაბიჯი 3 – პროგრამის შეთანხმების შემდეგ დამოუკიდებლად ან ჩვენი დახმარებით ჩაწერთ თქვენს კურს;

ნაბიჯი 4 – კურსის გამზადების შემდეგ ჩვენ განვათავსებთ კურს პლათფორმაზე და დავიწყებთ კურსის მარკეტინგს;


მას შემდეგ რაც მოამზადებთ კურსს ყველა საჭირო მასალის და ვიდეოების გამოყენებით სულ ცოტაღა გაშორებთ მის საიტზე განსათავსებლად:

ნაბიჯი 1.   მოიფიქრეთ კურსის დასახელება, რომელიც ზუსტად აღწერს თუ რას შეეხება კურსი, თან დაურთეთ კურსის სურათი, დიზაინი;

ნაბიჯი 2.   დაწერეთ კურსის მოკლე აღწერა, გასაზღვრეთ  კურსის დონე (დამწყები, საშუალო, პროფესიონალი), შექმენით სილაბუსი;

ნაბიჯი 3.   ჩაწერეთ/ჩავწერთ 1-2 წუთიანი პრომო ვიდეო, რომლის მეშვეობით კურსის მსმენელს გააცნობთ თქვენს თავს და მოკლედ აღწერთ კურსის გავლის შემდეგ რა უნარები და შესაძლებლობა ექნებათ.

ნაბიჯი 4.   მოგვაწოდეთ კურსის ვიდეოლექციები და ჩვენი ადმინისტრატორები განათავსებენ კურს პლათფორმაზე.


პლათფორმა გაძლევთ თანხის გამომუშავების რამოდენიმე ალტერნატივას:

ვარიანტი 1. მიიღე შემოსავლის 80% – ეს პირობა გათვლილია განათლების პროვაიდერებისთვის, ვინც ქმნის 5 კურსზე მეტს და საკუთარ თავზე იღებს მარკეტინგის ხარჯებს, ასევე Skills.ge-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მქონე ინსტრუქტორებისთვის.

ვარიანტი 2.  მიიღე შემოსავლის 50% – ეს პირობა გათვლილია ინსტრუქტორებზე, რომლის კურსების მარკეტინგს ნაწილობრივ უზრუნველყოფს პლათფორმის ადმინისტრაცია.

ვარიანტი 3.   ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთანხმება.

შენიშვნა, საიტზე განთავსებული კურსების ფასები მოიცავს დღგ-ს გადასახადს. მითითებული პროცენტები დაანგარიშდება შემოსავლებიდან დღგ-ს გადასახადის გამოკლების შემდეგ. ფიზიკური პირების შემთხვევაში შემოსავლის პროცენტი მოიცავს საშემოსავლო გადასახადს.

კურსის ჩაწერის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია აიღოს Skills.ge-მ, რომლის დაქვითვა მოხდება შემოსავლებიდან საწყის ეტაპზე.

ინსტრუქტორთან წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში ერთხელ მოხდება ფინანსურ რეპორტზე დამყარებით შემოსული თანხის ჩარიცხვა.

დარეგისტრირდი ინსტრუქტორად!


 
ყველა უფლება დაცულია © 2017 Skills.ge
X