
Microsoft PowerPoint ინოვაციური და მოქნილი საოფისე პროგრამაა,რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც საგანმანათლებლო,ისე ბიზნეს ურთიერთობებში.წარმოგიდგენთ მის 5 ფუნქციას, რომელთა გამოყენებაც თქვენს პრეზენტაციას ვიზუალურად მაქსიმალურად დახვეწილს და ეფექტურს გახდის:
1)Smart Art.
Smart Art მოსახერხებელი ხელსაწყოა პრეზენტაციაში სხვადასხვა სახის ბიზნეს-დიაგრამის ჩასასმელად.
ის შეგვიძლია ავირჩიოთ “insert SmartChart Graphic” – გრაფიდან.
2)ფორმების ჩასმა.
Smart Art ფუნქცია, მიუხედავად პრაქტიკულობისა, არ გამოდგება ნებისმიერი სახის დიაგრამისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ობიექტებისთვის სასურველი ფორმის მინიჭება,რაც საკუთარი დიაგრამის შექმნაში დაგვეხმარება.ამას გარდა, ფორმა შეგვიძლია მივანიჭოთ მულტიმედია ფაილებს(სურათებს,ვიდეოებს) და ა.შ.სურათზე მოცემული ვრცელი ჩამონათვლიდან ფორმის არჩევის შემდეგ, მისი გადმოტანა მაუსის მარტივი მოძრაობით შეგვიძლია.
3)სურათის ჩასმა
სლაიდზე გრაფიკული გამოსახულების დატანა ორი ხერხითაა შესაძლებელი:შეიძლება ნებისმიერი სურათის დაკოპირება და პირდაპირ ჩასმა ან “Insert Clip Art” ფუნქციის გამოყენება. ამ შემთხვევაში არჩევანი გვეძლევა შემდეგი სახის მედია ფაილებს შორის:
- ილუსტრაციები;
- ფოტოები;
- ვიდეოფაილები;
- აუდიოფაილები.
სასურველი ფაილის არჩევის შემდეგ ვაკლიკებთ მას და ავტომატურად ვსვამთ სლაიდში,სადაც შესაძლებელია მისთვის სასურველი ზომის და პოზიციის მინიჭება.
4)ანიმაციები სლაიდებს შორის(Slide Transitions).
სლაიდებს შორის სწორად ჩასმული ანიმაციები პრეზენტაციას თვალისთვის უფრო სასიამოვნოს და კარგად აღქმადს ხდის, თუმცა საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე და არ ჩავსვათ ზედმეტად გადატვირთული და კონტექსტიდან ამოვარდნილი ანიმაციები.რეკომენდირებულია მათი არჩევისას გავითვალისწინოთ ჩვენი პრეზენტაციის თემატიკა.
5)ზოგადი ანიმაციების დამატება.
სლაიდებს შორის ანიმაციების მსგავსად, PowerPoint-ში ნებისმიერი ობიექტის ანიმირებაა შესაძლლებელი,მათ შორის ტექსტის.ობიექტის ანიმირება 3 ეტაპად ხდება:
- შემოსვლა-როგორ ჩნდება ობიექტი სლაიდზე;
- აქცენტი-ანიმაცია ახდენს მაყურებლის ყურადღების ფოკუსირებას ობიექტზე;
- გასვლა-როგორ გაქრება ობიექტი სლაიდიდან.
ანიმაციის ეფექტების ასარჩევად საჭიროა მოვნიშნოთ ობიექტი და ავირჩიოთ გრაფა “Animation Styles”.
Microsoft PowerPoint-ის ვიდეოკურსის გავლა შეგიძლიათ ბმულზე: http://skills.ge/course/powerpoint/
Skills.ge გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო კომენტარები