Setup Menus in Admin Panel

2017 წლის ტრენდები WEB დეველოპერებისა და დიზაინერებისთვის

ვებსაიტების დიზაინი და ფუნქციონალი მუდმივ განვითარებას და ცვლილებებს განიცდის. რაც იყო მოდური გუშინ, დღეს უკვე მოძველებულ და გაცვეთილ ტენდენციად ითვლება. Skills.ge წარმოგიდგენთ მოსალოდნელ ტრენდებს,რომელთა გათვალისწინებაც  დაეხმარება დამწყებ WEB დეველოპერსა თუ დიზაინერს არ ჩამორჩეს ბაზრის მოთხოვნებს და აკეთოს ის, რაც აქტუალურია დღეს!

 

1.ილუსტრაციები.

illustration-layout

სულ უფრო ბევრი კომპანია ამჯობინებს, რომ მთავარ გვერდზე იყოს განთავსებული მეტი სასიამოვნო და ეფექტური ილუსტრაცია,რაც მათ საიტს განასხვავებს კონკურენტებისგან და რჩება მომხმარებლის მეხსიერებაში.

 

2.ულტრა-მინიმალიზმი.

Screen Shot 2017-02-06 at 2.21.57 PM

ბევრი წამყვანი დეველოპერი და დიზაინერი კლასიკურ მინიმალიზმს ამჯობინებს ულტრა-მინიმიმალიზმს, რაც გულისხმობს საიტის მაქსიმალურად განტვირთვას გრაფიკული გამოსახულებებისგან, ტექსტისგან  და მხოლოდ საჭირო წარწერების და ბმულების დატოვებას.

 

3.ჰორიზონტალური და ვერტიკალური ტექსტის შერევა.

vertical-text

ტექსტის ამგვარი განლაგება დიზაინის თვალსაზრისით ძალიან მომგებიანად ითვლება, რადგან რაც არ უნდა მარტივი და ფუნქციურად შეზღუდული იყოს საიტი, ასეთი ვიზუალი მომხმარებელს მაინც ამახსოვრება,როგორც განსაკუთრებული და საინტერესო.

 

4.”მატერიალური” დიზაინი.

geometic-patterns

მატერიალური დიზაინი გულისხმობს ფერებისა და ფორმების ისეთ კომბინაციას,რომ საბოლოო გამოსახულება ტოვებს რეალური, ხელშესახები საგნის, ფაქტურის შთაბეჭდილებას.ამ შეგრძნების გასამძაფრებლად დიზაინერები ხშირად იყენებენ მოცულობით ეფექტებს და ჩრდილებს.

 

5.სურათების გადაფარვა ტექსტით.

overlapping

ამ მეთოდს ძირითადად ბლოგის და პორტფოლიოს ტიპის საიტებზე შეხვდებით.ტექსტი,რომელიც გრძელდება გრაფიკულ გამოსახულებაზე, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ეფექტურია, გამოსახულებასთან აზრობრივ კავშირსაც კარგად უსვამს ხაზს.

 

თუ გინდა გახდე Web დეველოპერი, Skills.ge-ს ონლაინ კურსი შენთვის საუკეთესო სტარტია! ისწავლე ჩვენთან ერთად და შექმენი ზუსტად ისეთი საიტი, როგორიც გსურს შენ!

კურსის შეძენა შესაძლებელია აქ .

 

 

 

ივნისი 26, 2017
ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge
X