Setup Menus in Admin Panel

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ANDROID დეველოპმენტი

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე სმარტფონების ბაზარზე რამდენიმე ოპერაციული სისტემა დომინირებს, კერძო დეველოპერებისა და შედარებით მცირე დეველოპერული კომპანიების წინაშე დგება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, – რომელ მობილურ პლატფორმაზეა დეველოპმენტი უფრო მომგებიანი? დღევანდელ სტატიაში შევეცდებით წარმოგიდგინოთ მიზეზები, თუ რატომ ღირს ასეთ შემთხვევაში Android OS-ის არჩევა:

 

1.პორტირების შესაძლებლობა

ანდროიდზე აპლიკაციის შესაქმნელად გამოიყენება პროგრამირების ენა java, რაც იძლევა საშუალებას ანდროიდისთვის დაწერილი აპლიკაცია მარტივად იქნეს პორტირებული სხვა მობილურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Blackberry, Symbian და Ubuntu, ასევე Chrome OS.

 

2.Java

java_logo

 

Java დროის მიერ გამოცდილი, ძლიერი პროგრამირების ენაა, რომელიც გამოიყენება ოპერაციული სისტემების ფართო სპექტრისთვის.ამ ენის შესწავლა დეველოპერს აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს პროგრამირება არა მხოლოდ Android-ზე, არამედ სხვა ოპერაციულ სისტემებზეც, მათ შორის Windows-ზე და Linux-ზე.მაგალითისთვის, IOS-ისთვის პროგრამირება მოითხოვს იცოდეთ Apple-ის ენებიდან ერთ-ერთი (Objective C ან Swift) რომლებიც გამოიყენება მხოლოდ Apple-ის მოწყობილობებზე.აქედან გამომდინარე, Java-ს შესწავლა შედარებით უფრო “მრავალპროფილიან” დეველოპერად გაქცევთ.

 

3.Google Play Store

Google-Play-Article-Featured

 

ახალბედა დეველოპერისთვის ან მცირე კომპანიისთვის Google-ის მარკეტი სამუშაოდ უფრო მოსახერხებელია, ვიდრე, მაგალითად, Apple-ის App Store. Google Play-ზე აპლიკაციის განთავსების შემდეგ მომხმარებელს მისი გადმოწერა რამდენიმე საათის შემდეგ შეუძლია, კონკურენტის შემთვევაში კი ეს დრო რამდენიმე კვირამდე იზრდება. ასევე Google Play-ზე უფრო მოსახერხებელია ხშირი განახლებების გაკეთება და აპლიკაციების Alpha, Beta და  early access რეჟიმებში გაშვება.

 

4.უფრო მარტივი სტარტი.

IOS-ზე პროგრამირებისთვის, დეველოპერმა უნდა გამოიყენოს Apple-ის პროდუქცია, ანდროიდისთვის აპლიკაციის დაწერა კი შესაძლებელია Windows-ზე, MAC-ზე და Linux-ზე. ასევე App Store-ზე დეველოპერის ექაუნთის საფასური წლიური 100$-ია, Play Store-ზე კი მხოლოდ ერთჯერადად, 25$-ის გადახდაა საჭირო.

 

5.წილი ბაზარზე.

mobios_world_piechart_461x461

მოცემული დიაგრამა ალბათ საუკეთესო მიზეზია დამწყები დეველოპერისთვის Android-ის ასარჩევად. როდესაც პროგრამირების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამ, მნიშვნელოვანია შენი ნამუშევარი ნახოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, გაგიცნოს მომხმარებელმა და გქონდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის feedback-ი.ამისთვის, ამ ეტაპზე საუკეთესო საშუალებას სწორედ Android OS გაძლევთ.

 

წყარო:http://www.androidauthority.com/

ANDROID დეველოპმენტის ონლაინ კურსის შეძენა შეგიძლიათ აქ !

 

 

 

 

სექტემბერი 29, 2017
ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge
X