
მობილურ პლატფორმებზე პროგრამირება თანამედროვე შრომით ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და საინტერესო სფეროა, რომელიც უკვე საქართველოშიც სტაბილურად მოთხოვნადი ხდება.წარმოგიდგენთ 5 მარტივ რჩევას,რომელიც დაეხმარება IOS დეველოპმენტით დაინტერესებულ ადამიანს გადადგას პირველი ნაბიჯები სასურველი კარიერისკენ!
1.შეიძინე Apple-ის პროდუქცია.
IOS პროგრამირებისთვის შენ გჭირდება MAC-ი!
Apple-ს პროდუქცია ბაზარზე შედარებით მაღალი ფასით გამოირჩევა,რაც ბევრისთვის შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორი იყოს, მაგრამ თუ ამ პროფესიის მიმართ სერიოზულად ხარ განწყობილი და მზად ხარ შრომისა და თვითგანვითარებისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, მაშინ MAC-ის ან MACBOOK-ის შეძენა შენი პირველი სწორი ინვესტიციაა!
2.გადმოწერე Xcode!
Xcode უფასო ხელსაწყოა,რომლის გადმოწერაც მარტივად შეგიძლია App Store-დან.სწორედ ამ პროგრამაში იქმნება IOS აპლიკაცია, აქ წერ და არედაქტირებ კოდს, აკეთებ აპლიკაციების ტესტირებას და ა.შ.
3.ისწავლე პროგრამირების საფუძვლები.
ეს პუნქტი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად მნიშვნელოვანია.თუ გაქვს გარკვეული გამოცდილება პროგრამირებაში, Objective-C-ს ან Swift-ის ათვისება არ უნდა გაგიჭირდეს,ხოლო თუ აქამდე არანაირი შეხება ამ საქმესთან არ გქონია, ინტერნეტში არაერთი სასარგებლო წყაროა დამწყებთათვის, მათ შორის საუკეთესო ალბათ Swift language guide-ია, რომელსაც თავად Apple გვთავაზობს.
4.დაიწყე მუშაობა საკუთარ აპლიკაციაზე.
ამ ეტაპზე აუცილებელია ობიექტურად შეაფასო შენი ცოდნა, რადგან არ შეეჭიდო ისეთი სირთულის აპლიკაციას, რომელსაც ვერ დაასრულებ სასურველი ფორმით. ბაზარზე ძალიან ბევრი წარმატებული აპლიკაციაა, რომლის შესაქმნელადაც დეველოპმენტის მხოლოდ საბაზისო დონეზე ცოდნა იყო საჭირო.აქ მთავარია იდეა!
5.გამოაქვეყნე საკუთარი აპლიკაცია App Store-ზე!
ეს ეტაპიც, ისევე როგორც პირველი, გარკვეულ ფინანსებს მოითხოვს(IOS დეველოპერის ექაუნთი წელიწადში 100$-მდე ჯდება), თუმცა, თუ ამ ეტაპამდე მოხვედი, გააზრებული გექნება, რომ შენს მომავალ პროფესიაში ინვესტირება ნამდვილად ღირს. საკუთარი აპლიკაცია App Store-ზე ნიშნავს,რომ აპლიკაციის დეველოპმენტის და გამოქვეყნების პროცესი იცი,რასაც ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად ითვალისწინებენ დამსაქმებლები.მანამდე კი აპლიკაციის მონეტიზირება გახდება შენი პირველი შემოსავლის წყარო ამ სფეროში.
IOS დეველოპმენტის ონლაინ კურსის შეძენა შეგიძლიათ აქ .
Skills.ge გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო კომენტარები