Setup Menus in Admin Panel

ონლაინ სწავლების 5 უპირატესობა

სანამ ონლაინ სწავლების უპირატესობებზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, მიზანშეწონილი იქნება განვიხილოთ ის პრობლემები,რაც განათლების მიღების ტრადიციულ მეთოდებს ახლავს. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მატერიალურ მხარეს უკავშირება.კოლეჯსა და უნივერსიტეტში ტრადიციული სახის კურსების გავლა საქართველოშიც ძალიან ძვირი ჯდება,ხოლო თუ სასურველი ცოდნის მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრებაა საჭირო,მაშინ სწავლის საფასური იმდენად იზრდება,რომ საზოგადოების მხოლოდ უმცირეს ნაწილს თუ შეუძლია საკუთარ თავს ამ ფუფუნების საშუალება მისცეს.ონლაინ განათლების უმთავრესი იდეაც სწორედ ესაა – განათლება არავისთვის არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი! წარმოგიდგენთ 5 მნიშვნელოვან უპირატესობას, რატომაც ვთვლით, რომ მომავალი სწორედ ონლაინ სწავლებისაა:

1.სწავლობ ზუსტად იმას,რაც გინდა!

ტრადიციული მეთოდიკის შემთხვევაში საგანმანათლებლო პროცესი თითქმის ყოველთვის ჯგუფის უმრავლესობის ინტერესების მიხედვით ადაპტირდება,ხშირია ძირითადი საგნიდან  გადახვევა,არათემატური დისკუსიები,აცდენები გრაფიკში და მსგავსი პრობლემები,რომლებსაც ჯგუფის სხვა წევრებზე დამოკიდებულობა იწვევს.ონლაინ სწავლება ყველა ამ პრობლემას მარტივად აგვარებს- იძენ კურსს, უსმენ რასაც გინდა და როცა გინდა,რამდენჯერაც გინდა,დამოკიდებული ხარ მხოლოდ საკუთარ სურვილებზე.

2.კომფორტი.

ონლაინგანათლება კლასებისა და აუდიტორიების ხმაურიან,ხალხმრავალ და ნაკლებად კომფორტულ გარემოს სახლის სიმყუდროვით,ხოლო ოფიციალურ ტანსაცმელს მოხერხებული ხალათით ან სპორტული სამოსით ცვლის.ზოგავ დროს და ფინანსებს ტრანსპორტზე,არ გჭირდება დილით გაღვიძება,რომ ლექციაზე არ დააგვიანო, ყველაფერი ისევ შენს სურვილებამდე მიდის!

3.ძალიან მარტივად ამდიდრებ საკუთარ რეზიუმეს.

ონლაინ კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ავტომატურად გენერირდება სერთიფიკატი,რომლის ვალიდურობაში დარწმუნება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნიკალური კოდის საშუალებით, მარტივად შეუძლია. ასეთი სერთიფიკატები არცერთი კრიტერიუმით არ ჩამორჩებიან ტრადიციულ სერთიფიკათებს,მეტიც,ბევრი დამსაქმებლის თვალში ონლაინ სერთიფიკატების მქონე კადრები პრივილეგირებულნიც კი არიან!

4.შენზე მორგებული გრაფიკი.

ისევ ვუბრუნდებით ტრადიციული მეთოდების მინუსებს – როდესაც კურსს გადიხარ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში, ხშირად გიწევს უარი თქვა სამსახურზე, ან ნებისმიერ აქტივობაზე ,რაც გაწერილ გრაფიკს არ ემთვევა.ონლაინ კურსის შემთხვევაში დრო მთლიანად შენს ხელშია. “ლექცია” დაიწყება დღეღამის ნებისმიერ,მოსახერხებელ დროს და გაგრძელდება იმდენ ხანს,რამდენიც შენთვის იქნება სასურველი..

5.ფასი!

რა ღირს თქვენთვის სასურველი ცოდნისა თუ უნარის შეძენა პრესტიჟულ უნივერსიტეტში?ახლა წარმოდგენილი თანხა გაყავით 20ზე (ეს მინიმალური სხვაობაა!) და მიიღებთ შესაბამისი,სრულფასოვანი ონლაინ კურსის საფასურს!დაუმატეთ ამას ის უპირატესობები,რაზეც უკვე ვისაუბრეთ და მიიღებთ მიზეზს,თუ რატომ უნდა სცადოთ,რატომ უნდა შეიძინოთ თქვენი პირველი ონლაინ კურსი და მიიღოთ განათლება ყველაზე თანამედროვე, მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდით!

 

მაისი 15, 2017
  ყველა უფლება დაცულია © 2019 Skills.ge | Developed by Brandify.ge

საიტის ადმინისტრირება შეჩერებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 1 სექტემბერი