Setup Menus in Admin Panel

SKILLS.GE-ს შეთავაზება ინსტუქტორებს!

Screen Shot 2017-05-18 at 6.39.34 PM

 

შეთავაზება ინსტრუქტორს

მომზადებულია: SKILLS.GE-ს  მიერ

07.04.2017

კომპანიის შესახებ

 

Skills.ge არის ონლაინ სწავლების პლატფორმა, რომელიც აკავშირებს განათლების გამავრცელებლებსა და მიმღებებს.

ეს არის სწრაფი, მარტივი და იაფი საშუალება განათლების მიღებისთვის და ამავდროულად საუკეთესო საშუალება განათლების გასავრცელებლად.

Skills.ge-ს გუნდს წარმოადგენს ენთუზიაზმით აღსავსე გამოცდილი პროფესიონალები, რომელთაც დაგროვილი აქვს წლების გამოცდილება საგანმანათლებლო პროექტებისა და პროგრამების შექმნის, განხორციელებისა და გავრცელების მიმართულებით. ასევე გუნდს გააჩნია მნიშვნელოვანი ძალა ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განპირობებულია ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის “ლემონდუს” მხრიდან.

ჩვენთან განათლების გავრცელება ყველას შეუძლია, ვამოწმებთ მხოლოდ ცოდნას და გამოცდილებას, რადგან ხარისხი ჩვენთვის უპირველესია.

Skills.ge არის სტარტაპი და წინ განვითარების დიდი გეგმები გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი პლატფორმა არის ბეტა რეჟიმში გაშვებული და მუდმივად მიმდინარეობს მისი დახვეწა მომხმარებლების შეფასებებზე დაყრდნობით.

 

გახდი ათასობით ადამიანის ინსპირაცია!

Skills.ge შესაძლებლობას აძლევს ყველა პროფესიონალს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს ათასობით ადამიანს.

გახდი ინსტრუქტორი! ასწავლე ის რაც შენთვის კარგად ნაცნობია და მიიღე შემოსავალი”

ამისათვის კი საჭიროა შექმნათ თქვენთვის სასურველი კურსი, არსებული წესების გათვალისწინებით, რის შემდეგაც კურსი განთავსდება საიტზე.

P.S.  თუ აპირებთ 5 კურსზე მეტის შექმნას ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული პირობები შეგიქმნათ. განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს ტრენინგ ცენტრებს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ თქვენი კურსების ბრენდირებული გვერდი, მიიღოთ მეტი სივრცე და ხილვადობა ვებ გვერდზე, გამოიმუშაოთ მეტი მოგება.

ანაზღაურება

პლატფორმა გაძლევთ თანხის გამომუშავების რამოდენიმე ალტერნატივას:

ვარიანტი 1. მიიღე შემოსავლის 80% – ეს პირობა გათვლილია განათლების პროვაიდერებისთვის, ვინც ქმნის 5 კურსზე მეტს და საკუთარ თავზე იღებს მარკეტინგის ხარჯებს, ასევე Skills.ge-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მქონე ინსტრუქტორებისთვის.

ვარიანტი 2.  მიიღე შემოსავლის 50% – ეს პირობა გათვლილია ინსტრუქტორებზე, რომლის კურსების მარკეტინგს ნაწილობრივ უზრუნველყოფს პლათფორმის ადმინისტრაცია.

ვარიანტი 3.   ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების შეთანხმება.

შენიშვნა, საიტზე განთავსებული კურსების ფასები მოიცავს დღგ-ს გადასახადს. მითითებული პროცენტები დაანგარიშდება შემოსავლებიდან დღგ-ს გადასახადის გამოკლების შემდეგ. ფიზიკური პირების შემთხვევაში შემოსავლის პროცენტი მოიცავს საშემოსავლო გადასახადს.

კურსის ჩაწერის ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია აიღოს Skills.ge-მ, რომლის დაქვითვა მოხდება შემოსავლებიდან საწყის ეტაპზე.

ინსტრუქტორთან წინასწარ შეთანხმებულ პერიოდში ერთხელ მოხდება ფინანსურ რეპორტზე დამყარებით შემოსული თანხის ჩარიცხვა.

 

ვიდეო ლექციების სტანდარტი

 იმისათვის, რომ ჩვენთან განათავსოთ კურსი, საჭიროა დაიცვათ შემდეგი სტანდარტები და გადადგათ შემდეგი ნაბიჯები.

ინსტრუქტორი არ არის შეზღუდული კურსის თემატიკაში. შეგიძლიათ ნებისმიერი თემაზე შექმნათ კურსი კანონმდებლობის ფარგლებში. ძირითადი კატეგორიებია:

  • დეველოპმენტი
  • საოფისე პროგრამები
  • ბიზნესი და მენეჯმენტი
  • პერსონალური განვითარება
  • კრეატიული ინდუსტრია

 

ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ მრავალფეროვანი არჩევანი კურსების მიმართულებით. შესაბამისად, პირველ რიგში გაეცანით საიტზე არსებულ კურსებს და ეცადეთ თქვენი კურსი იყოს განსხვავებული არსებულისგან. განსხვავებული შედეგის, ცოდნის მიმცემი.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებს და პირობებს, რომელსაც საიტზე განთავსებული ყველა კურსი უნდა აკმაყოფილდებდეს.

 

კრიტერიუმი

 

         შეფასება ტიპი
დიფერენცირებული საკითხი არის თუ არა საიტზე მსგავსი ტიპის, სირთულის ან სწავლების მეთოდის მქონე კურსი? თუ კი მაშინ ეცადეთ იყოთ უფრო განსხვავებულები რეკომენდირებულია
კურსის მიზანი თქვენი კურსის სექციაში “კურსის მიზანი”  აღწერეთ თუ რას ისწავლის სტუდენტი, კურსის მოთხოვნილებები

 

სავალდებულო

 

აღნიშნეთ თუ რატომ არის თქვენი კურსი მნიშვნელოვანი. ფოკუსირება მოახდინეთ იმ უნარებზე, რომელსაც სტუდენტი შეიძენს კურსის გავლისას და არა მხოლოდ თემებზე.

 

სავალდებულო

 

არ გამოიყენოთ ზოგადი ცნებები. მაგ. ეს კურსი არის “ყველასთვის”. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია სავალდებულო

 

დასახეთ ზუსტი მოლოდინი, განმარტეთ თუ ვისთვის არის უმჯობესი აღნიშნული კურსის გავლა და ვისთვის არა სავალდებულო

 

დეტალურად აღწერეთ თუ რისი ცოდნა მოეთხოვება სტუდენტს, სანამ აღნიშნულ კურსს გაივლის სავალდებულო

 

სტრუქტურიზებული სწავლება ყველა კურსს უნდა ჰქონდეს შესავალი, რომელშიც ახსნილი იქნება თუ რას მიიღებს სტუდენტი ამ კურსისგან. ასევე მინიმუმ 2 უფასო ვიდეო ლექცია. სავალდებულო

 

 

თითოეული ლექცია უნდა ეხებოდეს ერთ (და მხოლოდ ერთ) საკითხს რეკომენდირებულია
პრაქტიკული აქტივობები კურსის თითოეული სექცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ ერთ სასწავლ აქტოვობას ( ქვიზი, დავალება ან პროექტი), რომელიც სტუდენტს დაეხმარება შეაფასოს საკუთარი ცოდნა სექციაში განვლილი მასალის შესაბამისად. რეკომენდირებულია

 

 

კურსი უნდა მოიცავდეს ერთ შემაჯამებენ ქვიზს, რომლის შეფასებითაც დაგენერირდება საბოლოო შეჯამებ. ეს აუცილებელია სერტიფიკატის დასაგენერირებლად, ქულა მიეთითება სერტიფიკატში. სავალდებულოა
ლექციის ფორმატი ვიდეო ლექციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-20 წუთი. საშუალოდ ვიდეოს ხანგრძლივობა სასურველია იყოს 4-5 წუთი, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ხანგრძლივობა იყოს 20 წუთამდეც. სავალდებულოა

 

ვიდეოს უნდა ჰქონდეს შესავალი ნაწილი სადაც მოკლედ აღწერთ განსახილველ თემას სავალდებულოა
აუდიო აუდიო ჩანაწერი უნდა იყოს სუფთა და არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ხმებს : ექო “მმმ”… სავალდებულო

 

 

აუდიო უნდა შეესაბამებოდეს ვიდეოს და არ უნდა იყოს კადრში აცდენა სავალდებულო
ვიდეო ვიდეო უნდა იყოს გადაღებული HD-ში ( მინიმუმ 720p) ფიქსირებული კამერით და კარგი განათებით. სავალდებულო

 

სლაიდები, სქრინშოტები და სხვა ვიზუალური ეფექტები უნდა იყოს ადვილად აღქმადი და წასაკითხი (არ უნდა იყოს ბუნდოვანი). სავალდებულო
კურსის სულ მცირე 60% უნდა იყოს ვიდეო ლექციები მთლიანი ვიდეო უნდა იყოს HD. სავალდებულო

 

ვიდეოების ექსპორტი მოახდინეთ 16:9 ფორმატში. რეკომენდირებული

 

ტექსტისთვის გამოიყენეთ დიდი ზომები, რათა შესაძლებელი იყოს ადვილად წაკითხვა სხვადასხვა მოწყობილობებზე რეკომენდირებული
ინსტრუქტორი ამოჭერით “ჰმმმ” “აამმ” შემცველი ფრაზები. სტუდენტებს სჭირდებათ დავდაჯერებული და კარგად გადმომცემი ინსტრუქტორი. სავალდებულო

 

იმუშავეთ, რომ თქვენი საუბარი იყოს ენთუზიაზმით აღსავსე. სავალდებულო

 

ისაუბრეთ გარკვევით, ხაზი გაუსვით მნიშვნელოვან ტერმინებსა თუ საკითხებს სავალდებულო

 

პრომო ვიდეო სტუდენტების მეტი ჩართულობისთვის კარგი იქნება თუ ჩაწერთ პრომო ვიდეოს. რეკომენდირებულია

 

გამოიყენეთ ვიდეო, რათა ხაზი გაუსვათ თქვენს გამოცდილებას ამ საკითხში, ნათლად ასახოდ კურსის დანიშნულება და მიზნები რეკომენდირებულია

 

ინსტრუქტორის ბიოგრაფია გამოიყენეთ ინსტრუქტორის ბიოგრაფია, რათა ისაუბროთ თქვენს გამოცდილებაზე და სანდოობაზე ამ სფეროში სავალდებულოა

 

ღირებულება კურსის ღირებულება უნდა მერყეობდეს 0 დან 200 ლარამდე. სავალდებულოა

 

კურსის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს საიტზე არსებულ მსგავსი კურსების(თემა, ხანგრძლივობა, კონტენტის მოდულობა) ღირებულებას რეკომენდირებულია
სათაური / ქვესათაური კურსის სათაური უნდა აღწერდეს, რასაც კურსი ფარავს. სავალდებულოა

 

კურსის ქვესათაური უნდა წარმოიშვას სათაურისგან, ისე რომ არ იმეორებდეს მას სავალდებულოა

 

კურსის აღწერა შეაჯამეთ ის საკითხები, რომელსაც კურსი მოიცავს. აღწერეთ თუ რა მეთოდები გამოიყენება მათ შესასწავლად, რას ისწავლის სტუდენტი და მიიღებს ამ კურსისგან. სავალდებულოა
კურსის სურათი უნდა იყოს 16:9; მინუმუმ 2048 x 1152 pixels; .jpg, .jpeg, .png ფორმატის. უნდა შეესაბამებოდეს აკადემიურს სურათის ნიმუშებს სავალდებულოა

 

*სავალდებულო  საკითხებად, ჩამონათვალში აღნიშნულია ის მოთხოვნილებები, რომელსაც საიტზე განთავსებული ყველა კურსი უნდა აკმაყოფილებდეს. საუბარი გვაქვს HD ვიდეოზე, კარგ აუდიო ჩანაწერზე, 5 ლექციასა და სულ მცირე 30 წუთიან ვიდეო მასალაზე.

** რეკომენდირებულ  საკითხებად, ჩამონათვალში აღნიშნულია ის მახასიათებლები, რაც თქვენს კურსს უფრო საინტერესოსა და უკეთესს გახდის.

 

სხვა პირობები

Skills.ge-ს ვიდეო ლექციების სტანდარტის გარდა არსებობს რიგი საკითხების, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი თანამშრომლობისთვის.

  1. საავტორო უფლებები დაცულია! ვიდეო ლექცია ეკუთვნის ავტორს, თუმცა გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ Skills.ge-ს წინასწარ განსაზღვრული ვადების ფარგლებში. აკრძალულია ინსტრუქტორმა განათავსოს იგივე ან შინაარსობრივად მსგავსი ვიდეო ლექციები სხვა პლათფორმაზე Skills.ge-სთან შეთანხმების გარეშე.
  2. Skills.ge-ზე კურსის აღწერაში სავალდებულოა აღნიშნული იყოს ინსტრუქტორის ვინაობა.
  3. პლატფორმა იყენებს ვიდეოს გადმოწერისგან დაცვისთვის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და გავრცელებულ პლათფორმას „Vimeo.com”-ს, თუმცა დღევანდელი მაღალტექნოლოგიური საშუალებებიც კი  სრულად ვერ უზრუნველყოფს ვიდეოს დაცულობას. ჩვენი გუნდი მუდმივად განახორციელებს ქართული ვებ გვერდების მონიტორინგს და ვიდეოს გავრცელების შემთხვევაში გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებებს.

 

პატივისცემით,

Skills.ge-ს ადმინისტრაცია.

 

მაისი 22, 2017
  ყველა უფლება დაცულია © 2019 Skills.ge | Developed by Brandify.ge