Setup Menus in Admin Panel

CDC – ციფრული მარკეტინგი რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის

“კრეატიული განვითარების ცენტრი”, USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად ახორციელებს პროექტს “ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის”. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის ადამიანი სამიზნე რეგიონებიდან, რომელსაც აქვს სასტუმრო, სასტუმრო სახლი ან სურვილი, რომ საკუთარი კერძო საკუთრება, თუნდაც არსებული 1-2 ოთახის სახით გამოიყენოს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით.

პროექტი მოიცავს 4 სასწავლო მოდულს:

> ციფრული მარკეტინგი

> ფინანსური მენეჯმენტი და ფონდების მოძიება

> რეგისტრაცია ონლაინ ტურისტულ პლატფორმებზე

> Web Development სასტუმროებისათვის

ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge