კურსის აღწერა:
კურსი შესაძლებლობას მოგცემთ დეტალურად გაეცნოთ არსებულ ქართულ და საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ განათავსოთ ინფორმაცია თქვენი ტურისტული ობიექტის შესახებ და მოიზიდოთ კლიენტები ინტერნეტ სივრცის დახმარებით. კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს არსებული ან ახალშეძენილი საკუთრება ბიზნესად გარდაქმნას და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით გაზარდოს შემოსავალი
კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია არსებული პლატფორმების შესახებ. მსმენელებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა პლატფორმებზე რეგისტრაციის და მართვის სტრატეგიებზე.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება:
- ცოდნა არსებული საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების შესახებ
- ცოდნა არსებული ადგილობრივი პლატფორმების შესახებ
- ცოდნა პლატფორმებზე რეგისტრაციის შესახებ
- ცოდნა პლატფორმების მართვის შესახებ
- სპეციფიური ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენების უნარი;
- ცოდნა პლტფორმებზე ობიექტის განთავსების, ინფორმაციის სწორედ წარმოჩენის შესახებ
- საკუთარი ობიექტის შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების უნარი
ინფორმაცია ინსტრუქტორის შესახებ:
თემო ბარათაშვილი
დიზაინერი, მეწარმეობის, დიზაინის და კრეატიული აზროვნების ტრენერი.
2014 წლიდან მუშაობდა ციფრულ და კრეატიულ სააგენტოებში მარკეტინგისა და პროექტების მართვის განხრით. ამჟამად არის ლემონდუ ბიზნესის დიზაინერი.
კურსის სილაბუსი
კურსის პროგრამა | |||
1. ტურისტული პლატფორმების მოკლე მიმოხილვა | უფასო | 00:01:00 | |
2. რა განსხვავებაა Booking.com, AirBnb და TripAdvisor-ს შორის? | 00:03:00 | ||
3. პლატფორმებზე რეგისტრაცია, უპირატესობები და სირთულეები | 00:03:00 | ||
4. რა ახდენს ზეგავლენას სასტუმროს რეიტინგზე? | 00:02:00 | ||
5. როგორი უნდა იყოს სასტუმროს აღწერა? | 00:02:00 | ||
6. ქართული პლატფორმების მიმოხილვა | 00:02:00 | ||
7. რა უნდა გავითვალისწინოთ პლატფორმებზე რეგისტრაციისას და სასტუმროს მართვის დროს? | 00:03:00 |