შეისწავლე Hardware დეველოპმენტი Arduino-ს მეშვეობით და შექმენი მომავლის SMART მოწყობილობები. დღესდღეობით ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი უკავია არა მხოლოდ მობილური ან დესკტოპ აპლიკაციების შექმნას არამედ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს(ჭკვიან სახლებს, თვითმართვად ავტომობილებს და ა.შ.). ამ კურსის გავლის შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი ტიპის იდეის გამოკვლევა და მის პროტოტიპამდე მიყვანა, რომელსაც შემდეგ ინვესტორს ან საზოგადოებას წარუდგენთ. მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების საწყისების ცოდნით თქვენ ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ნებისმიერი მიმართულებით შეძლებთ განვითარებას. კურსის მიზანი: კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს პროგრამირებისა და არდუინოს დაპროგრამების საწყისები. კურსის ბოლოს სტუდენტს შეეძლება შექმნას ჭკვიანი მანქანა, რომელსაც შეეძლება დაბრკოლებების არიდება მოძრაობისას. ამ ვიდეო გაკვეთილებით იგი შეიძენს იმ ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც საჭირო და აუცილებელია სამომავლოდ ცოდნის გასაღრმავებლად. კურსზე თქვენ შეისწავლით: 1) Arduino-ს ან სხვა ნებისმიერ მიკროკონტროლერიანი მოწყობილობის დაპროგრამებას. 2) ჭკვიანი მოწყობილობების შექმნას და მათზე სხვადასხვა ტიპის სენსორების მიერთებას, რომლებსაც ფუნქციონალს პროგრამით განვუსაზღვრავთ. 3) შეძლებთ სხვადასხვა სენსორების ბიბლიოთეკების გარჩევას საწყის დონეზე. კურსი შექმნილია პროექტ Store.Edison.Ge-ს ფარგლებში Edison ჯგუფის მიერ, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი დეტალი შეიძინოთ, რომელიც გამოგადგებათ ჭკვიანი მოწყობილობის შესაქმნელად.
კურსის სილაბუსი
Arduino-ს დაპროგრამება | |||
1. რა არის Arduino? როგორ მუშაობს კომპიუტერი? | უფასო | 00:06:00 | |
2. შესავალი პროგრამირებაში და Arduino-ს დაპროგრამება( C++ ენა) | 00:27:00 | ||
3. breadboard-ის მუშაობის პრინციპი | 00:02:00 | ||
4. LED ნათურის მართვა Arduino-ს მეშვეობით | 00:22:00 | ||
5. ძრავის მართვა Arduino-ს მეშვეობით | 00:09:00 | ||
6. მანძილის სენსორი | უფასო | 00:09:00 | |
7. ძრავის მართვა მანძილის მიხედვით. | 00:11:00 | ||
8. მანქანის კონსტრუქციის აწყობა, მისი დაპროგრამება და ტესტირება. | 00:09:00 |
ყოჩაღ, კარგი კურსია