კურსის მიზანი: კურსის მიზანია ბლოქჩეინ ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფუნდამენტური საკითხების დეტალურად შესწავლა და დამწყებთათვის სტარტის მიცემა. კურსის აღწერა: კურსი მოიცავს იმ ძირითად და ფუნდამენტურ საკითხებს, რომლის ცოდნაც აუცილებელია ამ სფეროში მოღვაწეობის დაწყებამდე. ბლოქჩეინ ტექნოლოგიის შეცნობასთან ერთად თქვენ შეისწავლით კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებობის ისტორიასა და მნიშვნელოვან ცვლილებებს. ასევე გექნებათ შესაძლებლობა გამოიმუშავოთ კრიპტოვალუტების ლეგიტიმურობის გარჩევის უნარები. ბაზარზე არსებულ კრიპტოვალუტებს შორის გაარჩევთ თუ რა უმსხვილესი განსხვავებები განსაზღვრავს ტოკენების თაობებს. კურსში ასევე მოცემულია ინფორმაცია მაინინგის მომგენიანობისა და მისი არსის შესახებ. გაეცნობით იმ ძირითად ინფორმაციულ წყაროებს, რომლებმაც ბაზრის დიდი ნდობა უკვე მოპოვებული აქვთ. მიუხედავად ტექნოლოგიის პერსპექტიულობისა, მას უამრავი საფრთხე და რისკი გააჩნია. მოცემულ კურსში გაეცნობით როგორც გავრცელებულ ჭორებსა და ტყუილებს, ასევე არგუმენტირებულ და რეალურ რისკებს. პრაქტიკულ ნაწილში შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ იმ ტექნიკურ მეთოდებს, რომელიც კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვასა და ტრანზაქციის შემოწმებაში გვეხმარება. ასევე კურსში განხილულია კრიპტოვალუტის ფასის ცვლილების ძირითადი განმსაზღვრელი ხელოვნური და რეალური ფაქტორები. ამ სფეროში უამრავი ფრაზებისა და სიტყვების ცოდნაა აუცილებელი, შესაბამისად კურსის ნაწილში შეისწავლით იმ ცნობილ გამონათქვამებს, რომლებიც მოცემულ სფეროში ხშირად გამოყენებადია. კომპანიის შესახებ: BlockMentor-არის საგანმანატლებლო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 2017 წელს ლუკა ქობალიასა და გიორგი კიკნაძის მიერ. დაგეგმილია უამრავი კონფერენცია და ტრეინინგები ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტების შესახებ. გაგეთ მეტი: ვებ-გვერდი: http://blockmentor.io FB გვერდი: https://www.facebook.com/BlockMentor/ ინსტრუქტორები: ლუკა ქობალია კრიპტო-მაინინგისა და პორტფოლიო მენეჯმენტის მრჩეველი. ლუკა ამ სფეროში უკვე მე-3 წელია მოღვაწეობს. დასაწყისისათვის ძირითადად დაკავებული იყო კრიპტოვალუტების პორთფელის შექმნითა და მისი მენეჯმენტით. გამოცდილება აქვს როგორც საიჟინრო, ასევე ფინანსურ სფეროში და უმუშავია არაერთ სტარტაპ კომპანიაში. ასევე ლუკა სტუდენტური ორგანიზაცია Students for Liberty-ის წევრია. https://www.linkedin.com/in/lkobalia/
კურსის სილაბუსი
ბლოქჩეინი, კრიპტოვალუტა და მაინინგი | |||
1. ინფორმაციის გაცვლის საშუალების რევოლუციური ცვლილება | უფასო | 00:04:00 | |
2. ბლოქჩეინი არსობრივად | უფასო | 00:04:00 | |
3. ბლოქჩეინის დამახასიათებელი ნიშნები და მათი გამოყენება | 00:05:00 | ||
4. რა არის კრიპტოვალუტების მაინინგი? | 00:13:00 | ||
5. სად შევიძინოთ და როგორ შევინახოთ კრიპტოვალუტები უსაფრთხოთ? | 00:07:00 | ||
7. როგორ შევქმნათ კრიპტოვალუტების პორტფელი? | უფასო | 00:06:00 | |
8. კრიპტოვალუტები თაობების მიხედვით | 00:03:00 | ||
9. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა კრიპტოვალუტის შესახებ? („აქ Coinmarketcap-ის მიმოხილვა“) | 00:05:00 | ||
10. რომელ მედია საშუალებებზე გავეცნოთ სიახლეებს? | 00:02:00 | ||
11. როგორ შევქმნათ საფულე და როგორ განვახორციელოთ ტრანზაქცია? | 00:10:00 | ||
12. ცნობილი ტყუილები, ჭორები და აფსურდები | 00:08:00 | ||
13. რეალური რისკები და საფრთხეები | 00:10:00 | ||
14. კრიპტო ლექსიკონი – ხშირად გამოყენებული სიტყვები/ფრაზები | 00:14:00 | ||
15. როგორ გამოვთვალოთ მაინერის მომგებიანობა? | 00:03:00 | ||
ბლოქჩეინი, კრიპტოვალუტა და მაინინგი ფინალური ტესტი | 00:20:00 |
კურსის შეფასება
საიტის ადმინისტრირება შეჩერებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 1 სექტემბერი
ინფორმატიული და სასარგებლო
ძალიან მომეწონა კურსი. 1.5 საათში ჩატეული თანამედროვე ტრენდული ტექნოლოგიის ახსნა!!! დარწმუნებული ვარ ბევრისთვის იქნება სასარგებლო. მადლობა. ბევრი ახალი ვისწავლე.