Setup Menus in Admin Panel

კურსის აღწერა:

კურსი შესაძლებლობას მოგცემთ გაეცნოთ არსებულ ინსტრუმენტებს ციფრული მარკეტინგის სფეროში. კურსის მონაწილეები გაიგებენ თუ როგორ უნდა   მოახდინონ საკუთარი ბიზნეს ობიექტის სწორი პოზიციონირება, მისი კარგად წარმოჩენა და განთავსება ონლაინ სივრცეში, ასევე გაყიდვების მართვა ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით. კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც სურს არსებული ან ახალშეძენილი საკუთრება ბიზნესად გარდაქმნას და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით გაზარდოს შემოსავალი

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია არსებული ინსტრუმენტების შესახებ ციფრული მარკეტინგის განხრით.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება:

  • ცოდნა არსებული ციფრული ინსტრუმენტების შესახებ
  • ზოგადი ცოდნა ციფრული მარკეტინგის შესახებ
  • საკუთარი პროდუქციის სწორად წარმოჩენის უნარი
  • სპეციფიური ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენების უნარი;
  • ცოდნა  საბაზისო სერვისის სწორედ მიწოდების შესახებ
  • ცოდნა ინფორმაციის სწორად გადმოცემის და განთავსების შესახებ

 

ინფორმაცია ინსტრუქტორის შესახებ:

 

თამთა გველესიანი

მარკეტერი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) , ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კომპანიების ზარაფხანა, თალიზი, UP Capital მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელად, ამ ეტაპზე ფრილანსერია მარკეტინგული სტრატეგიის, ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის და ბრენდინგის მიმართულებით.

სტარტაპის “ქლევერტონი” (ინოვაციური, არაფორმალური განათლების პლატფორმა) თანადამფუძნებელი და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი

სტარტაპი “Shaba Handmade” – თანადამფუძნებელი

კურსის სილაბუსი

კურსის პროგრამა
1. როგორ მოვარგო სერვისი მომხმარებელს? უფასო 00:04:00
2. რა უნდა გავითვალისწინო სტუმართან ურთერთობისას? 00:08:00
3. როგორ ვმართო სერვისი 00:02:00
4. როგორ დავგეგმო შეთავაზების პაკეტი? 00:06:00
5. რატომ მჭირდება ციფრული მარკეტინგი და როგორ გამოვიყენო მისი შესაძლებლობები 00:10:00
6. რეკლამის როლი ციფრულ მარკეტინგში 00:03:00
5 ჩარიცხული სტუდენტი

საუკეთესო შეფასება

კურსის შეფასებები

  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მშვენიერია 5

    მადლობა მეგობრებო, ნამდვილად პროდდუქტიული კურსია. ბევრი ახალი რამე ვისწავლე.
    გიორგი
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    ძალიან კარგია 4

    ძალიან კარგი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე
    სოსო გეგეჭკორი
  • SWIFT 3 დამწყებთათვის

    Cool 5

    ძალიან კარგია. მომეწონა. საინტერესო თემები და ცოდნაა გადმოცემული. ჯერ მეხუთე ვიდეოზე ვარ და უკვე კმაყოფილი ვარ. იმედია მალე დადებთ iOS დეველოპმენტის სრულ კურსაც.
    გიორგი პაიჭაძე
  • GAME დეველოპმენტი დამწყებთათვის

    ყოჩაღ, მაგარი იდეაა! 5

    მშვენიერი კურსებია მაგარ ფასად!
    Vaxtang Gomarteli
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მადლობა 5

    ძალიან მაგარი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ვიფიქრე ძალიან სუსტი კურსი იყო ტუმცა იმდენი საინტერესო დეტალი ვიპოვე. სუპერ... კარგები ხართ!
    ლაშა ბახუტაშვილი
ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge