კურსის აღწერა: კურსში შეისწავლება საოფისე კომპიუტერული პროგრამა ცხრილური რედაქტორი Microsoft Excel 2013. აღნიშნულ პროგრამაში მუშაობა და მისი შესაძლებლობები. კურსი გათვლილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის, რათა მათ შეძლონ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სამუშაო თუ სასწავლო პროცესში. კურსის მიზანი: კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები და გამოყენების შესაძლებლობები და მათი პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა სახის ამოცანების გადასაწყვეტად. აგრეთვე, გამოუმუშაოს განსაზღვრულ ვადებში განსაზღვრული ოდენობის მასალის დამუშავების და ათვისების უნდარი. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება:
- ელექტრონული ცხრილების Excel 2013-ის ძირითადი სამომხმარებლო ფუნქციების ცოდნაა;
- პროგრამაში Excel 2013 ელექტრონული ცხრილების შედგენის, შევსების და დამუშავების უნარი;
- ფორმულების შედგენის უნარი;
- მონაცემთა ბაზაზე დიაგრამებისა და გრაფიკების აგების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული სიახლეების ანალიზის და სწორი დასკვნების გაკეთების უნარი.
- სპეციფიური ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენების უნარი;
- შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
- საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების უნარი
ინფორმაცია ინსტრუქტორის შესახებ: მარიამ ჯოგლიძე ამჟამად მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო სწავლების პროგრამებზე, კითხულობს ლექციებს “საოფისე სისტემებსა” და “კვლევის რაოდენობრივ მეთოდებში”. გარდა ამისა, გიმზანია “აია-ჯესს”- ში ასწავლიდა ინფორმატიკასა და პროგრამირებას (ანდროიდ დეველოპმენტს). ”
კურსის სილაბუსი
კურსის შესავალი | |||
1. ცხრილური დოკუმენტის შექმნა, უჯრების დაფორმატება და რედაქტირება | უფასო | 00:10:00 | |
2. ცხრილის ავტომატური შევსება მონაცემებით, სიების/მწკრივების შექმნა | უფასო | 00:05:00 | |
3. დოკუმენტის გაფორმება | უფასო | 00:07:00 | |
Excel-ში მუშაობის ეფექტიანი საშუალებები | |||
4. Excel-ში მუშაობის ეფექტური საშუალებები, მონაცემთა მოძებნა და შეცვლა | უფასო | 00:07:18 | |
5. ოპერატორები: არითმეტიკული, ტექსტური, შედარების და სამისამართო | უფასო | 00:03:00 | |
Excel-ის ძირითადი ფორმულები და ფუნქციები | |||
6. მათემატიკური და ტრიგონომეტრიული ფორმულები და ფუნქციები | 00:20:00 | ||
7. თარიღისა და დროის ფუნქციები | 00:07:00 | ||
8. ტექსტური და ლოგიკური ფუნქციები | 00:06:00 | ||
მონაცემთა ანალიზი Excel-ში | |||
9. დიაგრამებისა და გრაფიკების აგება | 00:03:00 | ||
10. მონაცემების დალაგება/სორტირება | 00:04:00 | ||
11. მონაცემების გაფილტვრა | 00:03:00 | ||
შუალედური მონაცემის გამოთვლა, შემოწმება და კონსოლიდაცია | |||
12. შუალედური მონაცემების გამოთვლა (subtotal) | 00:03:00 | ||
13. მონაცემთა შემოწმება და უჯრებზე შეზღუდვების დადება (data validation) | 00:04:00 | ||
14. მონაცემთა კონსოლიდაცია | 00:04:00 | ||
დინამიური ცხრილები | |||
15. დინამიური ცხრილებისა და გრაფიკის აგება | 00:04:00 | ||
Excel-ის დამატებითი შესაძლებლობები | |||
16. მაკროსები | 00:04:00 | ||
MS EXCEL ფინალური ტესტი | 00:20:00 |
კურსის შეფასება
საიტის ადმინისტრირება შეჩერებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 1 სექტემბერი
საკმაოდ მოქნილი და ინფორმატიული
საკმაოდ კარგი, მარტივად ახსნილი და მოწოდებული კურსი გამოვიდა საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერთან ერთად ნამდვილად დასაფასებელია რომ ეს ქართული რესურსია!
ძალიან კარგი სტარტაპი