Setup Menus in Admin Panel

კურსის შესახებ

სახლემწიფო ტენდერებში მონაწილეობა კომპლექსური პროცესია. ონლაინ კურსის მიზანია დაეხმაროს მიმწოდებლებს ტენდერების ტიპებისა და პროცესების გააზრებაში, მიაწოდოს რეკომენდაციები სატენდერო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, გააცნოს შესაძლო რისკები და ტენდერში მონაწილეობის უპირატესობები.

კურსი მორგებულია როგორც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მსურველ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ამ მიმართულებით გეგმავენ მუშაობას ან უკვე არიან დასაქმებულები.

თქვენ ისწავლით

  1. ტენდერის ტიპებსა და შესაბამის პროცედურებს
  2. procurement.gov.ge სისტემაში რეგისტრაციასა და ნავიგაციას
  3. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და მათი მომზადებისას გასათვალისწინებელ საკითხებს
  4. SPA ტენდერის შემთხვევაში რევერსულ აუქციონში ვაჭრობას
  5. სატენდერო წინადადების დაზუსტებას
  6. ხელშეკრულების გაფორმების დეტალებს
  7. ტენდერის გასაჩივრების პროცესს
  8. თეთრი და შავი სიების, გაფრთხილებული კომპანიების რეესტრის შესახებ

ვის შეუძლია კურსის გავლა

კურსი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის, თუმცა მსმენელისთვის უპირატესობაა საბაზისო ICT უნარების ცოდნა.

კურსის სტრუქტურა

სახელმწიფო შესყიდვების კურსი მიმწოდებლებისთვის 12 მოდულს მოიცავს.

ჩვენი გირჩევთ, რომ თითოეული მოდულში პირველ რიგში ვიდეოლექციებს უყუროთ. მათში მოკლედაა განხილული ძირითადი საკითხები,  ასევე მოცემულია ტექნიკური ინსტრუქციები, რჩევები და რეკომენდაციები. ამის შემდეგ, აუცილებლად წაიკითხეთ დამატებით რესურსებში მოცემული საკანონმდებლო მასალა. ბოლოს კი გაიარეთ ტესტები, რათა მიღებული ცოდნა გადაამოწმოთ.

კურსის გასავლელად საჭირო დრო

სრული ონლაინ კურსის გასავლელად 8-10 საათი დაგჭირდებათ.

ჩვენ გირჩევთ, დღეში საშუალოდ ორ საათი დაგეგმოთ სწავლისთვის. ამ შემთხვევაში კურსს ერთი კვირაში დაასრულებთ.

ექსპერტები

  1. გიორგი ჩუხუა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკოსი

გიორგი ჩუხუა, 2015 წლიდან დღემდე სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკოსია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცედურის დანერგვაშია ჩართული. ასევე მისი უშუალო პასუხისმგებლობაა საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.  გიორგი ჩუხუას ტრენერობისა და უნივერსიტეტში სწავლების რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

  1. ლევან ბაინდურაშვილი,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანალიტიკოსი

ლევან ბაინდურაშვილი 2014 წლიდან მუშაობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, როგორც ანალიტიკოსი. იგი არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშების, სისტემის (tenders.procurement.gov.ge) მომხმარებლის სახელმძღვანელოების და ე.წ. გზამკვლევების თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში საერთაშორისოდ აპრობირებული შესყიდვების პრაქტიკის იმპლემენტაციაში და სახელმწიფო შესყიდების სისტემის ელექტრონული მოდულების დანერგვაში.

პროექტის გუნდი

პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ.

პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე
ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე
მულტიმედია დიზაინერი: მალხაზ სვანიძე

 

ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამისმმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში.

კურსის სილაბუსი

კურსის შესახებ
PV0001 – კურსის აღწერა უფასო 00:03:00
მოდული 1 - შესავალი
PV0101 – სახელმწიფო შესყიდვების არსი უფასო 00:06:00
PV0102 – ტენდერის ეტაპები უფასო 00:06:00
მოდული 2 - ტენდერის ტიპები
PV0201 – ტენდერების კატეგორიები და ტიპები უფასო 00:02:00
PV0202 – ტენდერები ფასის მიხედვით უფასო 00:10:00
PV0203 – მრავალკრიტერიუმიანი ტენდერები უფასო 00:06:00
მოდული 3 - ტენდერების პლატფორმა tenders.procurement.gov.ge
PV0301 – პორტალზე რეგისტრაცია უფასო 00:03:00
PV0302 – ტენდერების გამოწერა და ტენდერების ძებნა სისტემაში უფასო 00:02:00
მოდული 4 - ტენდერის სტატუსები
PV0401 – ტენდერის მიმდინარეობის, საბოლოო და ხელშეკრულების სტატუსები უფასო 00:08:00
მოდული 5 - ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები
PV0501 – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური და სხვადასხვა გარანტია უფასო 00:07:00
მოდული 6 - სატენდერო განაცხადისა და დოკუმენტაციის გაცნობა
PV0601 – სატენდერო განაცხადის გვერდი უფასო 00:06:00
PV0602 – სატენდერო დოკუმენტაციის გვერდი (ნაწილი 1) უფასო 00:07:00
PV0603 – სატენდერო დოკუმენტაციის გვერდი (ნაწილი 2) უფასო 00:08:00
PV0604 – სატენდერო პირობების დაზუსტება: კითხვა-პასუხის მოდული უფასო 00:02:00
მოდული 7 - დისკვალიფიკაცია
PV0701 – დისკვალიფიკაციის საფუძვლები და შედეგები უფასო 00:03:00
მოდული 8 - სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა
PV0801 – სატენდერო წინადადების შემუშავება უფასო 00:06:00
PV0802 – სატენდერო წინადადების წარდგენა: ტექნიკური ინსტრუქცია უფასო 00:03:00
მოდული 9 - ვაჭრობა რევერსულ აუქციონში
PV0901 – დამატებითი ვაჭრობის ეტაპის პრინციპები და რჩევები SPA ტენდერებისთვის უფასო 00:05:00
მოდული 10 - ტენდერების შედეგები, სატენდერო წინადადების დაზუსტება და ხელშეკრულების გაფორმება
PV1001 – ტენდერის შედეგები და ხელშეკრულება უფასო 00:04:00
PV1002 – სატენდერო წინადადების დაზუსტება უფასო 00:02:00
PV1003 – წინადადების ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა უფასო 00:03:00
მოდული 11 - ტენდერების გასაჩივრება
PV1101 – ტენდერების გასაჩივრება უფასო 00:04:00
PV1102 – საჩივრის წარდგენა სისტემაში უფასო 00:03:00
მოდული 12 - შავი სია, გაფრთხილებულ მიმწოდებელთა რეესტრი და თეთრი სია
PV1201 – შავი სია და გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სია უფასო 00:04:00
PV1202 – თეთრი სია უფასო 00:01:00
შეჯამება
PV1301 – შეჯამება უფასო 00:01:00
10 ჩარიცხული სტუდენტი

საუკეთესო შეფასება

კურსის შეფასებები

  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მშვენიერია 5

    მადლობა მეგობრებო, ნამდვილად პროდდუქტიული კურსია. ბევრი ახალი რამე ვისწავლე.
    გიორგი
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    ძალიან კარგია 4

    ძალიან კარგი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე
    სოსო გეგეჭკორი
  • SWIFT 3 დამწყებთათვის

    Cool 5

    ძალიან კარგია. მომეწონა. საინტერესო თემები და ცოდნაა გადმოცემული. ჯერ მეხუთე ვიდეოზე ვარ და უკვე კმაყოფილი ვარ. იმედია მალე დადებთ iOS დეველოპმენტის სრულ კურსაც.
    გიორგი პაიჭაძე
  • GAME დეველოპმენტი დამწყებთათვის

    ყოჩაღ, მაგარი იდეაა! 5

    მშვენიერი კურსებია მაგარ ფასად!
    Vaxtang Gomarteli
  • Microsoft Word 2013 დამწყებთათვის

    მადლობა 5

    ძალიან მაგარი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ვიფიქრე ძალიან სუსტი კურსი იყო ტუმცა იმდენი საინტერესო დეტალი ვიპოვე. სუპერ... კარგები ხართ!
    ლაშა ბახუტაშვილი
ყველა უფლება დაცულია © 2018 Skills.ge