კურსის აღწერა: კურსში შეისწავლება საოფისე კომპიუტერული პროგრამა ტექსტური რედაქტორი Microsoft Word 2013. აღნიშნულ პროგრამაში მუშაობა და მისი შესაძლებლობები. კურსი გათვლილია ნებისმიერი სპეციალობის ადამიანისთვის, რათა მათ შეძლონ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება სამუშაო თუ სასწავლო პროცესში. კურსის მიზანი: კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითადი პრინციპები და გამოყენების შესაძლებლობები და მათი პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა სახის ამოცანების გადასაწყვეტად. აგრეთვე, გამოუმუშაოს განსაზღვრულ ვადებში განსაზღვრული ოდენობის მასალის დამუშავების და ათვისების უნარი. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება:
- ტექსტური რედაქტორის Microsoft Word 2013-ის ძირითადი სამომხმარებლო ფუნქციების ცოდნა;
- ტექსტური ინფორმაციის შეტანის, დამუშავებისა და დამუშავებული ინფორმაციის ეკრანზე ან საბეჭდ მოწყობილობაზე გამოტანის უნარი პროგრამაში Word 2013;
- დოკუმენტში ცხრილების აგების, სურათების და სხვა გრაფიკული ობიექტების ჩადგმის უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული სიახლეების ანალიზის და სწორი დასკვნების გაკეთების უნარი.
- სპეციფიური ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენების უნარი;
- შეძენილი ცოდნის და გამოცდილების ახალთან ინტეგრირების უნარი;
- საკუთარი შესაძლებლობების ობიექტური შეფასების უნარი
ინფორმაცია ინსტრუქტორის შესახებ: მარიამ ჯოგლიძე ამჟამად მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო სწავლების პროგრამებზე, კითხულობს ლექციებს “საოფისე სისტემებსა” და “კვლევის რაოდენობრივ მეთოდებში”. გარდა ამისა, გიმზანია “აია-ჯესს”- ში ასწავლიდა ინფორმატიკასა და პროგრამირებას (ანდროიდ დეველოპმენტს). ”
კურსის სილაბუსი
MS Word-ში ეფექტიანი მუშაობის საშუალებები | |||
1. დოკუმენტის შექმნა, შენახვა, სახელის გადარქმევა, Word 2013-ის ძირითადი შესაძლებლობები და ბრძანებები | უფასო | 00:03:00 | |
2. ფურცლის პარამეტრების მომართვა, ტექსტის რედაქტირება | უფასო | 00:12:00 | |
3. ტექსტის ორთოგრაფიული და გრამატიკული შემოწმება | უფასო | 00:04:00 | |
4. სიებისა და ჩამონათვალის შედგენა, დოკუმენტის ჩარჩოთი გაფორმება | უფასო | 00:05:00 | |
კოლონტიტულების გაკეთება, სხვადასხვა ობიექტების ჩასმა | |||
5. MS Word-ის სტილი/თემა. დოკუმენტის მხატვრული ტექსტით გაფორმება | 00:07:00 | ||
6. დოკუმენტში სხვადასხვა ობიექტის ჩასმა | 00:12:00 | ||
7. თავსართის და ბოლოსართის გაკეთება | 00:06:00 | ||
8. გვერდების ავტომატური გადანომვრა, თარიღის გამოტანა | 00:03:00 | ||
სქოლიოს, სარჩევისა და ბიბლიოგრაფიის შექმნა | |||
9. სარჩევისა და სქოლიოს ჩასმა | 00:09:00 | ||
10. ბიბლიოგრაფიის შექმნა, წარწერა-მინაწერების ჩასმა | 00:04:00 | ||
ცხრილების, დიაგრამებისა და გრაფიკების ჩასმა | |||
11.ცხრილის შექმნა და რედაქტირება | 00:16:00 | ||
12. გრაფიკების ჩასმა | 00:06:00 | ||
13. მათემატიკური ფორმულების გამოყენება | 00:04:00 | ||
14. დოკუმენტის ბეჭვდა | 00:04:00 | ||
MS WORD ფინალური ტესტი | 00:20:00 |
კურსის შეფასება
საიტის ადმინისტრირება შეჩერებულია. ბოლო განახლება: 2019 წლის 1 სექტემბერი
მშვენიერია
მადლობა მეგობრებო, ნამდვილად პროდდუქტიული კურსია. ბევრი ახალი რამე ვისწავლე.
ძალიან კარგია
ძალიან კარგი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე
მადლობა
ძალიან მაგარი კურსია. ბევრი რამ ვისწავლე. თავიდან ვიფიქრე ძალიან სუსტი კურსი იყო ტუმცა იმდენი საინტერესო დეტალი ვიპოვე. სუპერ… კარგები ხართ!
ძალიან კარგია
ძალიან კარგი კურსი იყო, დიდი მადლობა.