რა არის ზუმბა? ეს არის ლათინური მუსიკით შთაგონებული საცეკვავო ფიტნეს პროგრამა, რომელშიც შედის ლათინური და საერთაშორისო მუსიკა და მოძრაობები. ეს ყველაფერი ქმნის დინამიური, საინტერესო და ეფექტური გამაჯანსაღებელ სისტემას. ზუმბა პროგრამაში გაერთიანებულია აერობიკის, ინტერვალურისა და რეზისტენციული ვარჯიშის საბაზისო პრინციპები, რაც ხელს უწყობს მთლიანი სხეულის ტონირებასა და წონის დაკლების პროცესს. იოლი საცეკვავო მოძრაობები გაძლევთ საშუალებას რომ უფრო სწრაფად აითვისოთ პროგრამა და არ დაკარგოთ დრო მოძრაობების დამახსოვრებაში. ყველა მოძრაობა მოქმედებს გარკვეულ კუნთების ჯგუფზე. საბოლოო ჯამში ვარჯიშის დროს მუშაობს სხეულის ყოველივე კუნთი. ზუმბა პროგრამა არის განსხვავებული, მარტივი, ეფექტური და სასიამოვნო. შემოგვიერთდით, ისიამოვნეთ და იყავით იდეალურ ფორმაში.
კურსის სილაბუსი
შესავალი | |||
1. გახურება | უფასო | 00:04:00 | |
ძირითადი ნაწილი | |||
2. Quien Quiere Bailar – სტილი: რეგეტონი, ტიმბა/სალსა. | 00:04:00 | ||
3. Chetos y Cumbieros – სტილი: კუმბია (Cumbia). | 00:04:00 | ||
4. Waiting on the Stage – სტილი: სოკა (Soca). | 00:04:00 | ||
5. Prohimita – სტილი: რასპა | 00:04:00 | ||
6. Fire – სტილი: დენსჰოლი (dancehall) | 00:04:00 | ||
გაწელვა | |||
7. გაწელვა | უფასო | 00:03:00 |
კურსის შეფასება
კურსზე შეფასება არ მოიძებნა