
Skills.ge -სთვის თქვენი კურსის მოწოდებისას ერთადერთი,რასაც ვაკონტროლებთ ჩვენ არის ჩანაწერის ხარისხი.ფაილების ვიდეო და აუდიო მხარე უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენს მიერ დაწესებულ სტანდარტებს,რომლებსაც ამ პოსტში გაგაცნობთ:
აუდიო:
- აუდიო ჩანაწერი უნდა იყოს სუფთა და არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ხმებს, – ექო, “შუმები” და ა.შ;
- აუდიო უნდა შეესაბამებოდეს ვიდეოს და არ უნდა იყოს კადრს აცდენილი;
ვიდეო:
- ვიდეოს მინიმალური გაფართოება არის HD (720P), კამერა უნდა იყოს ფიქსირებული და განათება კარგი;
- სლაიდები,სკრინშოტები და სხვა ვიზუალური ეფექტები უნდა იყოს ვიდეოს შესაბამისი ხარისხის(ადვილად აღქმადი და წასაკითი);
- ვიდეოლექციები უნდა შეადგენდეს კურსის სულ მცირე 60%-ს;
რეკომენდირებულია:
- ვიდეოს ექსპორტი მოხდეს 16:9 ფორმატში;
- ვიდეოზე დატანილი ტექსტი არ იყოს პატარა ზომის, რათა ყველა მოწობილობაზე (სმარტფონი, პლანშეტი) იყოს ადვილად წასაკითხი.
ყველა ზემოთ მოცემული სტანდარტის დაცვის შემთვევაში, კურსი მზადაა ჩვენს პლატფორმაზე განთავსებისთვის. Skills.ge გისურვებთ სასიამოვნო და ნაყოფიერ თანამშრომლობას!
ბოლო კომენტარები